ერიქსენი კარიერის დასრულებას არ აპირებს - დანიელით ოთხი კლუბია დაინტერესებული #1TVSPORT
ერიქსენი კარიერის დასრულებას არ აპირებს - დანიელით ოთხი კლუბია დაინტერესებული #1TVSPORT

კრისტიან ერიქსენის აგენტმა მარტინ შუტსმა თავისი კლიენტის მომავალზე ოპტიმისტური პროგნოზი გააკეთა.

„კრისი კარგ ფიზიკურ მდგომარეობაშია და ის გააგრძელებს თამაშს. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ორმა კლუბმა უკვე დამირეკა და მისი სიტუაციით დაინტერესდა. რაც შეეხება „ინტერს“, აქ ყველაფერი ცხადი იყო. იტალია – ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არ არის ნებადართული დეფიბლირატორით თამაში ან ვარჯიში“, – თქვა შუტსმა გაზეთ AS-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ერიქსენმა და მილანის „ინტერმა“ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გააუქმეს კონტრაქტი. საქმე ისაა, რომ იტალიის ჩემპიონატში აკრძალულია კარდიოვერტერ-დეფიბლირატორით თამაში. ეს არის ინპლანტი, რომელიც ერიქსენის სხეულშია ჩამონტაჟებული.

12 ივნისს, ევრო 2020-ის ჯგუფურ ეტაპზე დანიისა და ფინეთის მატჩის 43-ე წუთზე ერიქსენს გული გაუჩერდა და მინდორზე დაეცა. დანიის ნაკრების სამედიცინო შტაბის წარმომადგენლებმა შეძლეს ფეხბურთელის რეანიმირება, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.