ერიკსენის აგენტი - კრისტიანი სუნთქავს და ლაპარაკიც შეუძლია #1TVSPORT
ერიკსენის აგენტი - კრისტიანი სუნთქავს და ლაპარაკიც შეუძლია #1TVSPORT

დანიელი ნახევარმცველის კრისტიან ერიკსენის აგენტმა თქვა, რომ ფეხბურთელი სუნთქავს და შეუძლია ლაპარაკი, – ამის შესახებ სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ თავის Twitter-ზე დაწერა.

2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე დანიისა და ფინეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა 42-ე წუთზე შეწყდა – დანიელმა ნახევარმცველმა კრისტიან ერიკსენმა გონება დაკარგა. ექიმები ფეხბურთელს მინდორზე დახმარებას უწევდნენ, მაგრამ მოედნიდან სასწრაფო დახმარების მანქანით სტადიონიდან გადაიყვანეს.

კოპენჰაგენის სტადიონის ტრიბუნაზე შეკრებილი გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა ინფორმაციას ერიკსენის ჯანმრთელობის შესახებ. მატჩის დიქტორმა გამოაცხადა, რომ ფეხბურთელი გონს მოვიდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.

უეფა-მ შეხვედრის გადადების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მოთამაშეების თხოვნით მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე განახლდა.