ერიკსენი თანაგუნდელებს საავადმყოფოდან ესაუბრა - ის თავს კარგად გრძნობს #1TVSPORT
ერიკსენი თანაგუნდელებს საავადმყოფოდან ესაუბრა - ის თავს კარგად გრძნობს #1TVSPORT

სასიხარულო ამბავი გაავრცელა დანიის საფეხბურთო კავშირის დირექტორმა პიტერ მიოლერმა, რომელმაც DR livestream-ზე კრისტიან ერიქსენის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა – იუწყება DanishFooty „ტვიტერის“ გვერდი.

მიოლერის თქმით, ფეხბურთელმა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ თავის თანაგუნდელებთან ისაუბრა და კრისტიანი თავს კარგად გრძნობს.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპზე ფინეთთან მატჩისას პირველი ტაიმის ბოლოს, დანიის ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ შემტევმა ნახევარმცველმა ერიკსენმა გონება დაკარგა, როდესაც მისმა პარტნიორმა ბურთი აუტიდან მოაწოდა.

ექიმები სასწრაფოდ შევიდნენ მოედანზე და ფეხბურთელის გონზე მოყვანა სცადეს. რამდენიმე წუთის შემდეგ იგი დანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების თანხლებით მოედნიდან გაიყვანეს.