ექსკლუზივი | კახი კახიაშვილი - ვინარჩუნებთ ევროპის ყველაზე ძლიერი გუნდის სახელს #1TVSPORT
ექსკლუზივი | კახი კახიაშვილი - ვინარჩუნებთ ევროპის ყველაზე ძლიერი გუნდის სახელს #1TVSPORT

მოსკოვში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში, სადაც ბოლო საშეჯიბრო დღეს ლაშა ტალახაძემ ატაცში, აკვრასა და ორჭიდში სამი ოქროს მედალი მოიპოვა და თავისივე დამყარებული ორი მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა ტურნირის შესახებ ისაუბრა:

„ვულოცავ ყველას ვინც წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში. ძალიან მძიმე იყო ეს ჩემპიონატი, იმიტომ რომ მოსკოვში მიმდინარეობდა. ისინი ჩვენი საშეჯიბრო მოწინააღმდეგეები არიან, შესაბამისად, რა თქმა უნდა, დიდი დატვირთვა იყო ყველა სპორტსმენზე. ეს ყველაფერი გადავლახეთ, რა თქმა უნდა, მცირე ჩამორჩენა გვქონდა, მაგრამ საერთო ჯამში, საქართველო პირველ ადგილზე გავიდა და უკვე მეოთხე წელია ზედიზედ ვინარჩუნებთ ევროპის ყველაზე ძლიერი გუნდის ტიტულს და სახელს. ვულოცავ ლაშას ისტორიულ რეკორდებს, ვულოცავ ქართულ ძალოსნობას და ქართულ სპორტს. ვიმედოვნებთ, რომ ვუმასპინძლებთ მომდევნო დიდ ჩემპიონატს ჩვენთან, საქართველოში“.