ენტონი დევისი ტრავმირებულია
ენტონი დევისი ტრავმირებულია

2019-2020 წლების რეგულარული სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ გულშემატკივრებს ნერვიულობის საბაბი მიეცათ.

გუნდის ახალწვეული ენტონი დევისი ჩინეთში „ბრუკლინის“ წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში დაშავდა.

ლოს ანჯელესური გუნდის ექიმების განმარტებით, დევისმა თითი დაიზიანა და კალიფორნიაში დაბრუნებისთანავე გამოკვლევა ჩაუტარდება.

ხვალ სტეიპლს-ცენტრში „ლეიკერსისა“ და „კლიპერსის“ მატჩი გამართება და სავარაუდოდ, დევისი ამ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.