ენდი მარეის მიაჩნია, რომ პროფესიული ტურისთვის მზად არის
ენდი მარეის მიაჩნია, რომ პროფესიული ტურისთვის მზად არის

ბრიტანელმა ენდი მარეიმ მეორე მატჩი ჩაატარა საგამოფენო ტურნირზე, რომელსაც „ბრიტანელთა ბრძოლა“ ჰქვია. პირველ დღეს ლაიამ ბროუდის ძლევის შემდეგ, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა კაილ ედმუნდთან სამ სეტში წააგო – 7:6(2), 6:7(5), 5:10.

ამ მატჩის შემდეგ, მარეიმ შეაფასა თავისი ახლანდელი მდგომარეობა და განაცხადა, რომ მზად არის პროფესიულ ტურში დასაბრუნებლად.

„ჩემი ჩოგბურთი ბოლო ორ თვეში სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება. ბარძაყი არ მაწუხებს. იმ შემთხვევაში, თუ ვარჯიშებს გავაგრძელებ, მალე მოვახერხებ უმაღლესი დონის ჩოგბურთის ჩვენებას“, – განაცხადა ბრიტანელმა ჩოგბურთელმა.

ამ ტურნირზე მარეი კორტზე გასული წლის ნოემბრის შემდეგ პირველად გამოჩნდა. ასეთი გრძელი პაუზა ბარძაყზე განმეორებითმა ოპერაციამ გამოიწვია.