ენდი მარეიმ ბარძაყის ოპერაცია გაიკეთა
ენდი მარეიმ ბარძაყის ოპერაცია გაიკეთა

ბრიტანელმა ენდი მარეიმ ლონდონში ბარძაყის ძვლის აღდგენის ოპერაცია გაიკეთა. დიდი სლემის ტურნირების სამგზის გამარჯვებულმა ჩოგბურთელმა რამდენიმე ხნის წინ სპორტიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება და დააზუსტა, რომ სურს ეს უიმბლდონის ტურნირის შემდეგ გააკეთოს. მიუხედავად ამისა, 31 წლის ჩოგბურთელი არ გამორიცხავს, რომ ავსტრალიის ღია პირველობა შესაძლოა მისი უკანასკნელი ტურნირი გამოდგეს.

„მე ლითონის ბარძაყი მაქვს. დავიღალე ოპერაციებით, მაგრამ იმედი მაქვს, ეს ტკივილებს დაასრულებს“, – განაცხადა შოტლანდიელმა.

თებერვალში მას მარსელის ტურნირზე უნდა ეთამაშა, მაგრამ გასულ კვირას განაცხადა, რომ ეს ვერ მოხერხდებოდა.