ენდი მარეი - ჩოგბურთისთვის ხანდაზმული ვხდები
ენდი მარეი - ჩოგბურთისთვის ხანდაზმული ვხდები
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ენდი მარეი განაწყენებულია ამ სეზონში უიმბლდონის გაუქმების გამო.
„მენატრება მსხვილი ტურნირები, რადგან ჩოგბურთისთვის თანდათან ხანდაზმული ვხდები. არასოდეს იცი, დაგრჩება თუ არა შესაძლებლობა, ისევ ითამაშო დიდ ტურნირებზე. ძალიან სამწუხაროა, რომ უიმბლდონი არ გაიმართება. ასევე მენატრება მოგზაურობა. ეს ერთ-ერთი ის მომენტია, რითაც სიამოვნებას ვიღებდი კარიერის განმავლობაში. შესანიშნავია დედამიწის სხვადასხვა წერტილში ყოფნა და ყველაფერზე დაკვირვება“, – აღნიშნა მარეიმ.
ბრიტანელმა გამოტოვა ამ წლის სეზონის პირველი ნაწილი ბარძაყზე გადატანილი ოპერაციის გამო. ადრე მარეიმ გამოაცხადა, რომ იმედოვნებს აშშ-ის ღიაზე და „როლან გაროსზე“ გამოსვლას, ასევე განაცხადა, რომ მზად არის პროფესიულ ტურში დასაბრუნებლად.