ენდი მარეი აშშ-სა და საფრანგეთის ღიაზე ითამაშებს
ენდი მარეი აშშ-სა და საფრანგეთის ღიაზე ითამაშებს

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ბრიტანელი ენდი მარეი წელს აშშ-ის ღია პირველობაზე და როლან გაროსზე გამოსვლას აპირებს.

აშშ-ის ღია 31 აგვისტოს უნდა დაიწყოს, საფრანგეთის ღია – 27 სექტემბერს.

„დიდი სლემის“ ტურნირები ჩემთვის პრიორიტეტი იქნება. გრაფიკი რთულია, მაგრამ ყველას ესმის, რატომ ხდება ასე. ზუსტად არ ვიცი, რომელ ტურნირებში ვიქნები. ბარძაყის მდგომარეობა ბოლო ერთ თვეში გაუმჯობესდა, ახლა უფრო კარგად ვგრძნობ თავს, ვიდრე მარტში“, – თქვა მარეიმ.

33 წლის ბრიტანელი ბოლოს კორტზე 2019 წლის 20 ნოემბერს იყო. შემდეგ ენდი გამოეთიშა თამაშს ბარძაყზე ოპერაციის შემდეგ.