ენდი ბერნემი ​- ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს პრეზიდენტ ტრამპის მოწოდებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს მდგრადი ენერგეტიკული ზავი

00:42, 12.10.2026

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი აცხადებს, რომ ლონდონი მხარს უჭერს დონალდ ტრამპის მოწოდებას, დაიწყოს მდგრადი ენერგეტიკული ზავი.

„რუსეთმა შაბათ-კვირას გააძლიერა დარტყმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ეს უკრაინელ სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმაა, რომელიც მათ სიცივესა და სიბნელეში ტოვებს. დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს პრეზიდენტ ტრამპის დღევანდელ მოწოდებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს მდგრადი ენერგეტიკული ზავი“, – წერს ბერნემი სოციალურ ქსელში.

დიდი ბრიტანეთის პრემიერის თქმით, ამ საკითხზე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.

„უკრაინა მზადაა, თუ რუსეთი თავდასხმებს შეწყვეტს. ეს საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ ენერგეტიკული რესურსები და საწვავი მსოფლიო ბაზრებს დაუბრუნდეს“, – აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.

მსგავსი