ემილიანო სალას სამძებრო ოპერაციის გაგრძელებას 40 ათასი ადამიანი ითხოვს
ემილიანო სალას სამძებრო ოპერაციის გაგრძელებას 40 ათასი ადამიანი ითხოვს

კარდიფის“ ახალბედას ემილიანო სალას საძიებო ოპერაციის გაგრძელებაზე პეტიციას 40 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი, – წერს L’Equipe.

21 იანვარს, სალა გამოეთხოვა „ნანტში“ თავის ყოფილ პარტნიორებს გამოეთხოვა და საფრანგეთიდან ბრიტანეთში გაფრინდა. ამისთვის მან კერძო თვითმფრინავი დაიქირავა. აფრენიდან გარკვეული დროის შემდეგ, ნორმანდიის კუნძულების რაიონში საფრენი აპარატი გაქრა რადარების ეკრანებიდან.

სავარაუდო ავიაკატასტროფის ადგილას ოთხი დღე მიმდინარეობდა საძიებო-სამაშველო ოპერაცია, მაგრამ მხოლოდ მეტალის ნამსხვრევები აღმოაჩინეს, რაც შეიძლება დაკარგული თვითმფრინავის ნაწილები იყოს.

ხუთშაბათს გამოცხადდა, რომ ძიების ოპერაციამ კრახი განიცადა და ფეხბურთელის ძებნა აღარ გაგრძელდება.