ემანუელ მაკრონი - ტერიტორიის პოტენციური დათმობა მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტია
ემანუელ მაკრონი - ტერიტორიის პოტენციური დათმობა მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტია

ტერიტორიის პოტენციური დათმობა მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტია, – ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინაში ვიზიტის დასრულების შემდეგ, ფრანგულ მედიასთან ინტერვიუს დროს გააკეთა.

„ეს მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტია. ჩემი აზრით, ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ საკუთარი ღირებულებები, საერთაშორისო კანონმდებლობა და ვიდგეთ უკრაინის გვერდით“, – განაცხადა მაკრონმა.

უკრაინის პრეზიდენტმა მანამდე რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ტერიტორიებს არ დათმობს.