ემანუელ მაკრონი - შევძელით ძლიერი გზავნილის გაკეთება უკრაინისთვის და მოლდოვისთვის, ასევე საქართველოს პერსპექტივისთვის, ვფიქრობ, ჩვენს დღის წესრიგს შეესაბამება ეს გეოპოლიტიკური ცვლილებები
ემანუელ მაკრონი - შევძელით ძლიერი გზავნილის გაკეთება უკრაინისთვის და მოლდოვისთვის, ასევე საქართველოს პერსპექტივისთვის, ვფიქრობ, ჩვენს დღის წესრიგს შეესაბამება ეს გეოპოლიტიკური ცვლილებები

შევძელით ძლიერი გზავნილის გაკეთება უკრაინისთვის და მოლდოვისთვის, ასევე საქართველოს პერსპექტივისთვის, ვფიქრობ, ჩვენს დღის წესრიგს შეესაბამება ის გეოპოლიტიკური ცვლილებები, რაც ვნახეთ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაკრონის თქმით, საჭიროა მეტი სუვერენიტეტი ევროპაში, ვიდრე ოდესმე.

„მიღებული გადაწყვეტილებით გუშინ ჩვენ შევძელით ძლიერი გზავნილის გაკეთება უკრაინისთვის და მოლდოვისთვის, ასევე საქართველოს პერსპექტივისთვის. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენს დღის წესრიგს შეესაბამება ის გეოპოლიტიკური ცვლილებები, რაც ვნახეთ. მასობრივი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, რომ გავუმკლავდეთ ამ ყველაფერს და რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ, არის ჩვენი შეხედულებების განმტკიცება, რომ გვჭირდება მეტი სუვერენიტეტი ევროპაში, ვიდრე ოდესმე. ვფიქრობ, ჩვენ დავინახავთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სუვერენიტეტი, თავდაცვის სუვერენიტეტი, ტექნოლოგიური სუვერენიტეტი, ენერგეტიკული სუვერენიტეტი. ამ კრიზისმა დააჩქარა ჩვენი კოლექტიური დღის წესრიგი“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

დატოვე კომენტარი