ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი მზად არის, უკრაინელი მფრინავების მომზადება დაიწყოს
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი მზად არის, უკრაინელი მფრინავების მომზადება დაიწყოს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთი მზად არის, უკრაინელი მფრინავების მომზადება დაიწყოს, – ამის შესახებ მაკრონმა ტელეკომპანია TF1-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტთნ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხევდრის შემდეგ მათ გაუხსნეს კარი უკრაინელი მფრინავების მომზადებას.

როგორც საფრანგეთის ლიდერმა აღნიშნა, უკრაინელი მფრინავების წვრთნაში ჩაერთვება რამდენიმე ევროპული ქვეყანა, ასევე მოლაპარაკებები მიმდინარეობს აშშ-თან. მაკრონის განცხადებით, სწავლება შესაძლებელია, ახლავე დაიწყოს.

ინტერვიუში ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი უკრაინას აწვდის შეიარაღებას, რათა დაეხმაროს წინააღმდეგობის გაწევასა და კონტრშეტევაში.

„ამ კონტრშეტევის წარმატება იქნება გადამწყვეტი მდგრადი მშვიდობის ჩამოსაყალიბებლად. ჩვენ ვაწვდით ყველაფერს, თუმცა არ მივდივართ ომზე რუსეთთან. ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთთან ომს. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას რუსი აგრესორისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვაწვდით იარაღს, რომლითაც შესაძლებელია რუსეთამდე მიღწევა ან რუსეთზე თავდასხმა“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.