ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთს რუსული გაზი არ სჭირდება
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთს რუსული გაზი არ სჭირდება

საფრანგეთს რუსული გაზი არ სჭირდება, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა „ფრანს 5“-ის სატელევიზიო ეთერში ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ.

„დღეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს რამდენიმე ევროპელ ლიდერთან და პრეზიდენტ ბაიდენთან მოლაპარაკების დროს განვიხილავ“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონის თქმით, საფრანგეთი აპირებს, რუსული გაზის საკითხი წინ წაწიოს, რადგან „საფრანგეთს ის არ სჭირდება“.

ამასთან, მაკრონმა თქვა, რომ ევროპა დამოკიდებულია რუსულ გაზზე. რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტირებულ ნავთობსა და ქვანახშირს, მაკრონი მიიჩნევს, რომ სანქციები ამ სფეროებსაც უნდა შეეხოს.

„ეს არის გზა, რომ რუსეთმა ომის დაფინანსება შეწყვიტოს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.