ელიფ ელმასი - ჩემი და კვარაცხელიას კონკურენცია კარგია, ვცდილობ, მასზე უკეთესი ვიყო #1TVSPORT
ელიფ ელმასი - ჩემი და კვარაცხელიას კონკურენცია კარგია, ვცდილობ, მასზე უკეთესი ვიყო #1TVSPORT

ელიფ ელმასმა კომენტარი გააკეთა „უდინეზესთან“ იტალიის ჩემპიონატში მე-15 ტურში „ნაპოლის“ მოგებულ (3:2) მატჩზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო.

ჩრდილოეთ მაკედონიელინაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას კონკურენტია და ქართველის არყოფნაში შანსს შესანიშნვად იყენებს. ანგარიში ვიკტორ ოსიმენმა მე-15 წუთზე მისი გადაცემით გახსნა, ხოლო თავად მეტოქის კარი 58-ე წუთზე ძალიან ეფექტურად აიღო.

ელიფ ელმასს მატჩის შეფასებასთან ერთად, კითხვა კვარაცხელიასთან დაკავშირებით დაუსვეს, ცდილობს თუ არა ხვიჩას მსგავსად თამაშს.

„ნორმალურია, რომ ხან ნახევარდაცვაში ვთამაშობ და ხან მის გარეთ. რთულია, შედარება. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ვცდილობ, ვიყო კვარაზე უკეთესი. ჯანსაღი კონკურენცია კარგია და ეს გუნდს აძლიერებს. ჩვენ ორივე ყველაფერს ვაკეთებთ გულშემატკივრებისთვის და კლუბისთვის“, – ამბობს ელიფ ელმასი.