ელენე ხოშტარია - ეს ძალიან მტკიცე ზეპარტიული პროტესტია, რომელიც აუცილებლად დაგვირგვინდება ამ ეტაპზე გახარიას გადადგომით
ელენე ხოშტარია - ეს ძალიან მტკიცე ზეპარტიული პროტესტია, რომელიც აუცილებლად დაგვირგვინდება ამ ეტაპზე გახარიას გადადგომით

ეს ძალიან მტკიცე ზეპარტიული პროტესტია, რომელიც აუცილებლად დაგვირგვინდება ამ ეტაპზე გახარიას გადადგომით, – განაცხადა „ევროპული დემოკრატების“ წარმომადგენელმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე.

„დღეს, როგორც ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს და როგორც შაბათობით ვაკეთებთ, თავისუფლების მარშია. დღეს მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის სახლთან იქნება, რომ მან კარგად გაიგოს თუ რა არის ხალხის და საზოგადოების პოზიცია და მოთხოვნა – კერძოდ, გახარიას გადადგომის ძალიან სამართლიანი მოთხოვნა. ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ პროტესტი სადმე გაქრება ან სადმე გადაგორდება. ეს ძალიან მტკიცე ზეპარტიული და ძალიან პრინციპული პროტესტია, რომელიც აუცილებლად დაგვირგვინდება ამ ეტაპზე გახარიას გადადგომით და საბოლოო ჯამში, პროპორციული საარჩევნო სისტემით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლით“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, აპირებენ თუ არა აქციის მონაწილეები შენობების პიკეტირებას.

„ვერ გეტყვით, ჩვენ ვართ აბსოლუტურად სოლიდარული თავისუფლების გამავრცელებელი ორგანიზაციის გეგმების. ჩვენ ერთად ვმსჯელობთ. ჯერჯერობით ამაზე არ გვიმსჯელია. თუმცა, დღის განმავლობაში არაერთი პროტესტია. ახალგაზრდები პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ. ხან გახარიას პლაკატია გადმოკიდებული. ხელისუფლებას კომფორტი ნამდვილად არ ექნება. პროტესტის კონკრეტული ფორმებზე ყოველთვის ორგანიზატორები შეგატყობინებთ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ამასთან, ელენე ხოშტარიამ კომენტარი გააკეთა მისი თანაპარტიელის, გიგი უგულავას დაგეგმილ დაკითხვაზე.

„როგორც გიგი უგულავამ განაცხადა, დაკითხვაზე მაგისტრ მოსამართლესთან ერთად მივა. ჯერ ამაზე მოთხოვნა არ მოსულა. როგორც კი იქნება მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ამ აბსურდულ დაკითხვაზე მივა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.