El Nacional - ჰალანდი ერთი წლის შემდეგ, შეიძლება, „ბარსელონაში“ გადავიდეს #1TVSPORT
El Nacional - ჰალანდი ერთი წლის შემდეგ, შეიძლება, „ბარსელონაში“ გადავიდეს #1TVSPORT

„ბარსელონას“ გეგმაში აქვს 2026 წლის ზაფხულში „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდის, ერლინგ ჰალანდის შეძენა, – იტყობინება გამოცემა El Nacional-ი.

ამისთვის კატალონური კლუბი გეგმავს 175 მილიონი ევროს შეგროვებას – სწორედ ამ ოდენობისაა გამოსასყიდი თანხა, რომელიც მითითებულია ნორვეგიელის მოქმედ კონტრაქტში.

სიტუაციას ართულებს „ბარსელონას“ ფინანსური მდგომარეობა. კლუბი კვლავინდებურად შეზღუდულია სახელფასო ბიუჯეტითა და ვალებით, მიუხედავად მცირე გაუმჯობესებისა.

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა ჰალანდში ხედავს რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელს, რომლის კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში იწურება.

გავრცელებული ჭორების თანახმად, ჰალანდი „ბარსელონაში“ გადასვლას ანიჭებს უპირატესობას, მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის „რეალის“ მხრიდან დიდი ინტერესი არსებობს.

ამ სეზონში ჰალანდმა ყველა ტუნრინზე 41 მატჩში 30 გოლი გაიტანა.