ეკვადორში ციხეებში ბუნტის შედეგად 79 ადამიანი დაიღუპა
ეკვადორში ციხეებში ბუნტის შედეგად 79 ადამიანი დაიღუპა

ეკვადორში ციხეებში ბუნტის შედეგად 79 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, არეულობა 23 თებერვალს ეკვადორის ოთხ ციხეში ერთდოულად დაიწყო. გავრცელებული ცნობით, პატიმრები ერთმანეთს ხელნაკეთი იარაღით დაუპირისპირდნენ.

გამოძიების ცნობით, გარდაცვლილი პატიმრების ცხედრების ნაწილი დანაწევრებულია და მათი იდენტიფიცირება რთულია.

სამართალდამცველების ცნობით, მომხდარი კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის ციხეებში გავლენის მოპოვებას უკავშირდება. არეულობას წინ უძღოდა ერთ-ერთი გავლენიანი დაჯგუფების მეთაურის მკვლელობა.