ეკატერინე გორგოძემ რეიტინგში 74 ადგილი მოიგო და TOP200-ში შევიდა
ეკატერინე გორგოძემ რეიტინგში 74 ადგილი მოიგო და TOP200-ში შევიდა

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (WTA) ახალ რეიტინგში ერთბაშად 74 (!) ადგილი მოიგო და 267-დან 193-ე პოზიციაზე გადასვლა შეძლო.

გორგოძემ ამგვარ პროგრესს ასტანას 80-ათასიანი ტურნირის მოგების ხარჯზე მიაღწია და კარიერაში პირველად მოხვდა WTA-ის რეიტინგის TOP200-ში.

26 წლის ქართველს გაუჩნდა რეალური შანსი იმისა, რომ აგვისტოს ბოლოს, „დიდი სლემის“ რიგით მეოთხე ტურნირის – აშშ-ის ღია პირველობის კვალიფიკაციაში ითამაშოს.

შეგახსენებთ, რომ ასტანას ტურნირის ფინალში გორგოძემ ორ სეტში იოლად მოუგო მთავარ ფავორიტს, უზბეკ საბინა შარიპოვას – 6:4, 6:1. ეს მისი მე-14 ტიტული იყო კარიერაში.