ეკატერინე გორგოძე ტრანსილვანიის ღია პირველობის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
ეკატერინე გორგოძე ტრანსილვანიის ღია პირველობის მეოთხედფინალშია #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ტრანსილვანია ოფენის (საპრიზო ფონდი 235 238 დოლარი) წყვილთა თანრიგის მეოთხედფინალშია.

გორგოძე და მისი რუმინელი მეწყვილე ირინა ბარა 1/8 ფინალში გერმანელებს – მონა ბარტელსა და ანა ლენა ფრიედსამს გაეჯიბრნენ და ორ სეტში 7:5, 6:2 იმარჯვეს.

უკვე ცნობილია, რომ ქართულ-რუმინულ დუეტი მეოთხედფინალში ალიონა ფომინასა და ეკატერინა იაშინას გაეჯიბრება. შეხვედრა 28 ოქტომბერს, თბილისის დროით 12 საათზეა ჩანიშნული.

რუსმა ჩოგბურთელებმა მცირე სენსაცია მოახდინეს და საწყის წრეში პირველი განთესვის მქონე ამერიკულ-ზელანდიურ წყვილს (კრისტიანი-რუტლიფი) 7:5, 5:7, 10:7 მოუგეს.

დატოვე კომენტარი