ეკატერინე გორგოძე სანტიაგოს ტურნირის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
ეკატერინე გორგოძე სანტიაგოს ტურნირის მეოთხედფინალშია #1TVSPORT

ქართველმა ჩოგბურთელმა, ეკატერინე გორგოძემ ბუენოს-აირესის ტურნირზე წყვილთა თანრიგის გათამაშებაში გამარჯვების შემდეგ, ჩილეში გადაინაცვლა, სადაც ერთეულებშიც და ირინა ბარასთან ერთად, წყვილთა თანრიგშიც თამაშობს.

სანტიაგოს ტურნირზე გორგოძემ ერთეულებში მეორე შეხვედრა მოიგო. ქართველმა კოლუმბიელი ჰერაზო სამ სეტში, ანგარიშით 7:5 5:7 6:2 დაამარცხა და გათამაშების მეოთხედფინალში გავიდა. ეკატერინეს მეტოქე ნახევარფინალში გასასვლელად პარაგვაელი ვერონიკა სეპედე იქნება. ქართველი მსოფლიო რეიტინგში 154-ე ადგილზეა, მისი მომავალი მეტოქე კი სიაში 249-ე პოზიციას იკავებს.

სანტიაგოს ტურნირზე ასპარეზობაში ჯერ არ ჩართულან ეკატერინე გორგოძე და ირინა ბარა, რომლებიც წყვილთა ტურნირში მონაწილეობენ. მათ პირველი წრე გამოტოვეს, რადგანაც შეჯიბრზე პირველ ნომრებად არიან განთესილები და ტურნირზე მეოთხედფინალური ეტაპიდან დღეს მოგვიანებით ჩაერთვებიან. შეგახსენებთ, რომ ქართულ/რუმინულმა დუეტმა ბოლო პერიოდში ზედიზედ ორი-ტრანსილვანიის და ბუენოს-აირესის ტურნირების მოგება შეძლეს. WTA-ის განახლებულ წყვილთა თანრიგის რეიტინგში გორგოძე 69-ე პოზიციას იკავებს.