ეკატერინე გორგოძე სან-მალოში ისევ იგებს
ეკატერინე გორგოძე სან-მალოში ისევ იგებს

ეკა გორგოძე ITF -ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა საფრანგეთის ქალაქ სან-მალოში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირის პირველ წრეში ფრანგი ლუსი ვარნიე დაამარცხა.ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს სამ სეტში – 6:3 0:6 6:3 მოუგო.

ტურნირის შემდეგ ეტაპზე საქართველოს პირველი ჩოგანი კოლუმბიელ მარია ფერნანდა ერასოს დაუპირისპირდა და მეტოქე მარტივად, ორ სეტში დაამარცხა (6:2; 6:4).

საქართველოს პირველი ჩოგანი მეოთხედფინალში რუმინელ ირინა ბარას და თურქ კაგლა ბუიუქაგჩაის შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ეკატერინე გორგოძე ახალი რეიტინგით მსოფლიოს 166-ე ჩოგანი გახდება.