ეკატერინე გორგოძე ბუენოს აირესის ტურნირზე წყვილთა თანრიგის ნახევარფინალშია #1TVSPORT
ეკატერინე გორგოძე ბუენოს აირესის ტურნირზე წყვილთა თანრიგის ნახევარფინალშია #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე არგენტინაში მიმდინარე ბუენოს აირესის ტურნირზე წყვილთა თანრიგში წარმატებულად ასპარეზობს. გორგოძემ რუმინელ ირინა ბარასთან ერთად ნახევარფინალში გასასვლელ შეხვედრაში გერმანული დუეტი, გერლახი-აეგუელი ანგარიშით 2:6 6:1 10:6 დაამარცხა და გათამაშების ნახევარფინალში ითამაშებს. ფინალის საგზურის მოსაპოვებელ დაპირისპირებაში მათი მეტოქეები უნგრელები – ბოდვარი და უდვარდი იქნებიან.

ეკატერინე გორგოძე ბუენოს-აირესის WTA-ის 125-ქულიანი ტურნირის ერთეულთა თანრიგშიც გამოდიოდა, სადაც მეოთხედფინალური მატჩი გათამაშების პირველ ნომერთან, ეგვიპტელ მაიარ შერიფთან გამართა. ქართველი ორ სეტში ანგარიშით 1:6 4:6 დამარცხდა და წარმატების მოპოვებას წყვილებში შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე წინა კვირაში ტრანსილვანიის ღია პირველობის წყვილთა თანრიგის გამარჯვებული გახდა. ტურნირის ფინალში მან და რუმინელმა ირინა ბარამ ნიდერლანდურ-სერბული წყვილი კერხოვე-კრუნიჩი სამ სეტში ანგარიშით 4:6, 6:1, 11:9 დაამარცხეს.