ეკა ბესელია - ვისურვებ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი პოზიტიური როლით და განსაკუთრებული უნარებით ყოველთვის და ყველგან მონაწილე იყოს
ეკა ბესელია - ვისურვებ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი პოზიტიური როლით და განსაკუთრებული უნარებით ყოველთვის და ყველგან მონაწილე იყოს

ვისურვებ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი პოზიტიური როლით და განსაკუთრებული უნარებით ყოველთვის და ყველგან მონაწილე იყოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა.

ეკა ბესელია გედევან ფოფხაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაესწროს.

ბესელია იმ საკითხების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს, რომლებზეც ყურადღებას უმრავლესობის სხდომაზე გაამახვილებს.

„ვისურვებ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი პოზიტიური როლით და განსაკუთრებული უნარებით ყოველთვის და ყველგან მონაწილე იყოს. თავისი თვისებებით ყოველთვის ახერხებს იმას, რომ პროცესი დადებითი და განსაკუთრებული მიმართულებით წაიყვანოს, მაგრამ ეს უმრავლესობის სხდომაა. ასეთ სხდომებს პერიოდულად ვატარებთ ხოლმე, სხდომა შეიძლება მეტად დატვირთული იყოს, ან ნაკლებად. რა თემებზე ვისაუბრებთ, ამაზე საჯაროდ არ ვსაუბრობ“, – დასძინა ბესელიამ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ხვალ საქართველოს პარლამენტის ქუთაისის სასახლეში გაიმართება.