ეკა ბესელია - მიხეილ სააკაშვილმა ციხე საკონცენტრაციო ბანაკად გადააქცია
ეკა ბესელია - მიხეილ სააკაშვილმა ციხე საკონცენტრაციო ბანაკად გადააქცია

მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და სასტიკი გამოვლინება ის პერიოდი იყო, როცა ხელისუფლების პირველი პირი თავად იყო და ციხე საკონცენტრაციო ბანაკად გადააქცია, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება შეუძლებელია.

„ეს იყო ჯალათების ასპარეზი, სადაც ქართული ციხეები სასაკლაოდ გადაიქცა და საქართველო პატიმრების რაოდენობით პირველ ადგილზე იყო. პატიმრების მიმართ წამებასა და საშინელ მეთოდებს იყენებდნენ. ეს მისი სახე და სავიზიტო ბარათი იყო, რაც ყველაზე მძიმედ დასავიწყებელია, რადგან მაშინ, ქართულ ციხეებში 600-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ მისი მმართველობის დროს დასავლეთ საქართველოში ნორვეგიული სტანდარტის ციხეები შენდებოდა.