ეკა ბესელია - „ფრესკოს“ დამფუძნებლის ვიდეომიმართვამ შინაგანად შემძრა
ეკა ბესელია - „ფრესკოს“ დამფუძნებლის ვიდეომიმართვამ შინაგანად შემძრა

პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ „ფრესკოს“ დამფუძნებლის ვიდეომიმართვამ შინაგანად შეძრა.

„საბოლოო ჯამში, ბიზნესის თავისუფლება, ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური უფლების გარანტია სასამართლოთი იქმნება ქვეყანაში. ეს არ არის ერთი ცალკე აღებული ხელისუფლება. ეს არის ხელისუფლების ის შტო, რომელიც განსაზღვრავს ხელისუფლების იმ ორი შტოს მოქმედებასაც. დღეს ბიზნესის თავისუფლებაზე ლაპარაკობდა ერთ-ერთი ბიზნესმენი რომლის ვიდეომიმართვა გავრცელდა, მე შინაგანად შემძრა. შეიძლება ვიღაც ამაზე ქილიკობს და ხუმრობის ხასიათზე დგება, მაგრამ მე შემძრა ამ ამბავმა, რადგან ეს ადამიანი თავისი უფლების გასარკვევად ისევ სასამართლოში უნდა მივიდეს. ვისთან ვუშვებთ ჩვენ, მეთოფიშვილთან? ადამიანთან, რომელიც სიმბოლოა დღეს უვადოდ დანიშნული უსამართლობის. ეს ერთი თემა განსაზღვრავს ქვეყანაში ყველაფერს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

ფრესკოს“ დამფუძნებელმა, ვასილ სოფრომაძემ მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები მისი მაღაზიებიდან პროდუქციას იპარავენ და იარაღს „ატრიალებენ“.