ეკა ბესელია აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დრო და ადგილი მოგვიანებით დაზუსტდება
ეკა ბესელია აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დრო და ადგილი მოგვიანებით დაზუსტდება

ჩვენ გვინდა, რომ ყველა იყოს შეხვედრაზე, ამიტომ მოგვიანებით გადაწყდება, სად და როდის იქნება უმჯობესი უმრავლესობის სხდომის ჩატარება, რათა ყველას ჰქონდეს მონაწილეობის შესაძლებლობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის გადადების საკითხზე განუცხადა.

ეკა ბესელიას შეფასებით, გუნდში არსებობს რესურსი, რათა შეთანხმება მოხდეს.

„რა თქმა უნდა, დიალოგის, საუბრის და განსჯის რესურსი ყოველთვის არსებობს და განსაკუთრებით ახლა“, – აღნიშნა ბესელიამ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ სხდომაზე ყველა თემაზე ისაუბრებენ, თუმცა თავად რა თემებს დააყენებს, არ აკონკრეტებს.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომელიც დღეს იყო დაგეგმილი, გადაიდო.

დატოვე კომენტარი