ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ რთული მატჩისთვის ვემზადებით - სკარიოლო საქართველოსთან მატჩზე #1TVSPORT
ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ რთული მატჩისთვის ვემზადებით - სკარიოლო საქართველოსთან მატჩზე #1TVSPORT

3 სექტემბერს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტზე მეორე შეხვედრას გამართავს. ბელგიასთან ოვერტაიმში მარცხის შემდეგ (76:79),  ჩვენი გუნდი A ჯგუფის ფავორიტს, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელმაც პირველ მატჩში ბულგარეთი 114:87 დაამარცხა.

შეხვედრამდე ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა სერჯიო სკარიოლომ საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარასკევს რთული მატჩი ელის.

​მასპინძლებისა და ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ რთული მატჩისთვის ვემზადებით. განსაკუთრებით უნდა გავითვალისწინოთ, დიდი რაოდენობის გულშემატკივართა მხარდაჭერა, როგორიც მათ ბელგიის წინააღმდეგ ჰქონდათ. პირველ შეხვედრაში ფეხი დაუცდათ და „სიკვდილამდე იბრძოლებენ“, რომ ეს შეცდომა გამოასწორონ, შესაბამისად მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა სკარიოლომ.

​საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა 3 სექტემბერს, „თბილისი არენაზე“ 21:00-ზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.