ძიუდო | საბა საბაშვილი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT

13:17, 19.11.2026

ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოისტთა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე საბა საბაშვილი (66 კგ) ნახევარფინალში იჭიდავებს.

მეოთხედფინალში ქართველმა ძიუდოისტმა რუსი სულტიგოვი დაამარცხა და ფინალში გასასვლელად ისრაელის წარმომადგენელ სიმხაევს დაუპირისპირდება.

ლუკა ომანაძე (60 კგ) და თორნიკე გიგაური (66 კგ) მეოთხედფინალში დამარცხდნენ და ბრინჯაოს მედლების მოსაპოვებლად რეპეშაჟში იბრძოლებენ.

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრებაზე საქართველოს ვაჟთა ნაკრები სამ წონით კატეგორიაში – 66, 90 და 100 კგ-ში – ორ-ორი ძიუდოისტით იასპარეზებს, ხოლო +100 კგ წონით კატეგორიაში წარმომადგენელი არ გვეყოლება.

მსგავსი