ძიუდო | გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში პირველ საშეჯიბრო დღეს გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
23 წლის ქართველმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ტაივანელი იუნგ ვეი იანგი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.
დღეს შეჯიბრზე მედლები მამაკაცთა 60 და ქალთა შორის 48 კგ წონით კატეგორიაში გათამაშდა.
ხვალ, 5 ოქტომბერს მსოფლიო პირველობაზე ქართველებიდან ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) იჭიდავებს.