ძიუდო | ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ქართველმა მეოთხედფინალში ფინელი პილა სალონენი იპონით დაამარცხა.

ლიპარტელიანის მეტოქე ნახერვარფინალში თურქმენეთის წამომადგენელი მაისა პარდაიევა იქნება, რომელმაც მეოთხედფინალში უზბეკი სპორტსმენი დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და საქართველოს ნაკრებს ჯერჯერობით მედალი არ მოუპოვებია.