ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე “ბ” ჯგუფში თათია ლორთქიფანიძემ ატაცში პირველი ადგილი დაიკავა

14:51, 30.03.2018

ბუქარესტში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე 69 კგ. წონით კატეგორიაში თათია ლორთქიფანიძემ ატაცში “ბ” ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

მან სამივე ცდა გამოიყენა (85, 90, 93 კგ.) და მეორე ადგილოსან ნორა იაგის დიდი უპირატესობით აჯობა (86 კგ.).

აკვრაში შეჯიბრი ამ წუთებში მიმდინარეობს.

დღესვე საქართველოს ღირსებას –85 კგ. წონით კატეგორიაში ვაჟთა შორის რევაზ დავითაძე დაიცავს.

მსგავსი