ძალოსნობა | საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 35 მედლით დაასრულა #1TVSPORT

12:28, 28.08.2026

პრიშტინაში ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის (U17) ბოლო საშეჯიბრებო დღეს საქართველოს ნაკრებიდან ხვიჩა კიწმარიძემ და ნიკოლოზ კურტანიძემ (+95 კგ.) იასპარეზეს.

კურტანიძემ ატაცში დაძლეული 150 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ევროპის პრიზიორი გახდა, ხოლო აკვრაში 195 კგ დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის რეკორდიც დაამყარა. ორჭიდის ჯამში კურტანიძემ 345 კგ მოაგროვა და მეორე ოქროს მედალიც დაისაკუთრა.

ხვიჩა კიწმარიძემ ატაცში 151 კგ. დაძლია, აკვრაში 187 კგ-ს გაუმკლავდა, ორჭიდის ჯამში 338 კგ. მოაგროვა, სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრებმა (U15, U17) ევროპის ჩემპიონატზე სულ 35 მედალი მოიპოვა, მათ შორის 14 ოქრო, 14 ვერცხლი და 7 ბრინჯაო. 15-წლამდელებმა ქულებით გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს, 17-წლამდელები კი მეორეზე გავიდნენ.

საქართველოს ნაკრების შედეგები:

U15 (5 ოქრო, 6 ვერცხლი 4 ბრინჯაო)

ლევან ძიმცეიშვილი (65 კგ, 3 ოქრო), ნუგზარ მანია (60 კგ, 2 ოქრო, 1 ვერცხლი), ლუკასი თოდუა (75 კგ, 3 ვერცხლი), ნიკოლოზ ქორიძე (+85 კგ, 2 ვერცხლი), ირაკლი ყიფიანი (51 კგ, 3 ბრინჯაო), სალომე კუჭავა (53 კგ, 1 ბრინჯაო).

U17 (9 ოქრო, 8 ვერცხლი, 3 ბრინჯაო)

გიორგი ქინქლაძე (65 კგ, 3 ოქრო), დავით კილაძე (70 კგ, 2 ოქრო, 1 ვერცხლი), ლადო ძიმცეიშვილი (85 კგ, 2 ოქრო, 1 ბრინჯაო), ნიკოლოზ კურტანიძე (+95 კგ, 2 ოქრო, 1 ბრინჯაო), შოთა კაკაბაძე (65 კგ, 3 ვერცხლი), ხვიჩა კიწმარიძე (+95 კგ, 3 ვერცხლი), ნინი კომლაძე (+77 კგ, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო).

მსგავსი