ძალოსნობა | რევაზ მილდიანმა 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (U20, U23), 20-წლამდე ძალოსანთა შორის საქართველოს ნაკრებიდან რევაზ მილდიანმა (70 კგ) იასპარეზა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 138 კილოგრამი ასწია და ვერცხლის მედალი მოიპოვა, აკვრაში დაძლეული 161 კილოგრამით კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ორჭიდის ჯამში მილდიანმა 299 კილოგრამი მოაგრივა, ვერცხლის მედალს დაეუფლა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
15 ოქტომბერს 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მანუჩარ ყიფშიძე იასპარეზებს.