ალბანეთში მიმდინარე 23-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ნათია გადელია (+86 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა.
გადელიამ ექვსივე ცდა წარმატებით გამოიყენა. ატაცში 100/104/106 კგ დაძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ქართველმა ძალოსანმა აკვრაში დაძლეული 125/130/135 კილოგრამით ოქროს მედალი მოიპოვა, ორჭიდის ჯამში 241 კგ მოუგროვდა და ევროპის ჩემპიონი გახდა.