ძალოსნობა | ნანა ხორავა 20-წლამდელთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა #1TVSPORT
ძალოსნობა | ნანა ხორავა 20-წლამდელთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა #1TVSPORT

ალბანეთში მიმდინარე 20-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა ნანა ხორავამ (77 კგ), რომელმაც ატაცსა და ორჭიდში ვერცხლის მედლები მოიპოვა.

ხორავამ ატაცში 105 კილოგრამი დასძლია, აკვრაში კი – 125 კილოგრამი, რის შედეგადაც ორჭიდში 230 კილოგრამი მოაგროვა.

ალბანეთში მიმდინარე ტურნირზე სამ-სამი ოქროს მედალი მოიპოვეს ლევან ოჩიგავამ (88 კგ) და გოგა ჯაჯვანმა (94 კგ). ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა გიგა ოდიკაძე (60 კგ), ხოლო გერვასი თაბაგარმა (94 კგ) აკვრაში ვერცხლის მედალი დაიმსახურა.