ძალოსნობა | ლევან ოჩიგავამ 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა და კონტინენტის პირველობის რეკორდი დაამყარა #1TVSPORT
ძალოსნობა | ლევან ოჩიგავამ 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა და კონტინენტის პირველობის რეკორდი დაამყარა #1TVSPORT

ალბანეთში მიმდინარე 20-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ლევან ოჩიგავამ 88 კილოგრამ წონით კატეგორიაში სამი ოქროს მედალი მოიპოვა და კონტინენტის პირველობის რეკორდი დაამყარა.

ოჩიგავამ ატაცში 154 კილოგრამი დასძლია, ამ მაჩვენებლით კი ევროპის ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი დაიმსახურა.

აკვრაში ქართველმა სპორტსმენმა 191 კილოგრამით კვლავ ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ორჭიდში თავი 345 კილოგრამს მოუყარა, რითიც მესამე ოქროს მფლობელი გახდა. ასევე, აღნიშნული მაჩვენებლით ოჩიგავამ ევროპის რეკორდი დაამყარა – აქამდე 20-წლამდელთა შორის 345 კილოგრამი არავის დაუფიქსირებია.

საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები კონტინენტის პირველობაზე ავთანდილ გახოკიძის ხელმძღვანელობით ასპარეზობს.