ძალოსნობა | მირანდა ჩუტკერაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT
ბათუმში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, ქალთა შორის 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართელოს ნაკრების წევრმა, მირანდა ჩუტკერაშვილმა (C ჯგუფი) იასპარეზა.
ქართველმა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 184 კილოგრამი (ატაცში 81 კგ, აკვრაში 103 კგ) დაძლია და ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მე-8 ადგილზე დაასრულა.