ძალოსნობა | მარიამ მურღვლიანი 20-წლამდელთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა #1TVSPORT
ალბანეთში მიმდინარე 20-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა, მარიამ მურღვლიანმა (+86კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მურღვლიანმა მეორე ადგილი დაიკავა როგორც ატაცში, ისე აკვრასა და ორჭიდში. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 107 კილოგრამი დასძლია, აკვრაში 128 კილოგრამს გაუმკლავდა, ხოლო ორჭიდში 235 კილოგრამი დააგროვა.
მანამდე კონტინენტის პირველობაზე 20-წლამდელთა შორის ოქროს მედლის მფლობელები ლევან ოჩიგავა (88 კგ) და გოგა ჯაჯვანი (94 კგ) გახდნენ, ხოლო ვერცხლი გოგა ოდიკაძემ (60 კგ), გერვასი თაბაგარმა (94 კგ) და ნანა ხორავამ (77 კგ) მოიპოვეს.
რაც შეეხება პარალელურად მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს, პირველი ადგილი ზურაბ მსხალაძემ (88 კგ) დაიკავა, ხოლო მეორეზე ამავე წონაში მანუჩარ გოგოხია გავიდა.