ძალოსნობა | მანუჩარ ყიფშიძემ ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე 23-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა, მანუჩარ ყიფშიძემ (70 კგ) იასპარეზა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 133-კილოგრამიანი შტანგა ასწია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ყიფშიძემ აკვრაში 161 კილოგრამი დაძლია, ორჭიდის ჯამში კი 294 კილოგრამიო მოაგროვა და ტურნირზე გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულა.
16 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატზე 20-წლამდელთა ნაკრების წევრი ლევან ოჩიგავა (85 კგ) იასპარეზებს – შეჯიბება 21:00 საათზე დაიწყება.