ძალოსნობა | გივი დარსაველიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია, ირაკლი ვეკუამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

22:03, 18.10.2026

ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე ძალოსანთა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე (U20, U23), +110 კილოგრამ წონით კატეგორიაში 23-წლამდელთა შორის ორმა ქართველმა ძალოსანმა იასპარეზა.

გივი დარსაველიძემ ატაცში – 168 კგ, აკვრაში კი 210 კგ დაძლია, ორჭიდის ჯამში 378 კილოგრამი მოაგროვა, სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა და ევროპის ვიცე-ჩეპიონი გახდა.

ირაკლი ვეკუამ ატაცში 167 კგ აწია, აკვრაში – 209 კგ, ორჭიდის ჯამში 376 კგ. მოაგროვა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსგავსი