ძალოსნობა | გიორგი ქინქლაძე ევროპის ჩემპიონია, შოთა კაკაბაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT

18:45, 23.08.2026

პრიშტინაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე (U17) საქართველოს ნაკრებიდან გიორგი ქინქლაძემ (65 კგ)  და შოთა კაკაბაძემ (65 კგ) იასპარეზეს და ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

ქინქლაძემ ატაცში 118 კგ დაძლია, აკვრაში 148 კგ, ორჭიდის ჯამში 266 კგ მოაგროვა, სამი ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონის ტიტული არავის დაუთმო.

შოთა კაკაბაძე ატაცში ქინქლაძეს ერთი კოლოგრამით ჩამორჩა,  117 კგ დაძლია, აკვრაში 143-კილოგრამიან შტანგას გაუმკლავდა, ხოლო ორჭიდის ჯამში მოგროვილი 260 კილოგრამით სამი ვერცხლი მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონი გახდა.

მსგავსი