ძალოსნობა | გიგა ოდიკაძე ატაცში ევროპის ჩემპიონი, ორჭიდის ჯამში კი ვერცხლის პრიზიორი გახდა #1TVSPORT
ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე 23-წლამდე ძალოსანთა ევროის ჩემპიონატზე გიგა ოდიკაძემ (60 კგ) ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 120 კილოგრამი დაძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა.
აკვრაში ოდიკაძემ სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა, 142 კილოგრამი დაძლია, ორჭიდის ჯამში 262 კილოგრამი მოაგროვა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა (აკვრასა და ორჭიდში).
ცნობისათის, ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს მარიამ მაისურაძემ (49 კგ) სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
14 ოქტომბერს ფიცარნაგზე 20-წლამდელთა შორის შეჯიბრებაში რევაზ მილდიანი (70 კგ) იასპარეზებს.