ძალოსნობა | ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადი ცნობილია #1TVSPORT
ძალოსნობა | ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადი ცნობილია #1TVSPORT

ძალოსნობაში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართება. ტურნირისთვის ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების განაცხადი.

გიორგი ასანიძის გუნდი კონტინენტის პირველობაზე 12 სპორტსმენით წარსდგება. ასევე არის სარეზერვო სიაც, რომელშიც ოთხი ძალოსანია.

საქართველოს ნაკრების განაცხადი:

რამინ შამილიშვილი, გოდერძი ბერდელიძე (55 კგ)
შოთა მიშველიძე (61 კგ)
გოგა ჩხეიძე (67 კგ)
არჩილ მალაყმაძე (73 კგ)
რევაზ დავითაძე (96 კგ)
ირაკლი ჩხეიძე (102 კგ)
ზაზა ლომთაძე (109 კგ)
ლაშა ტალახაძე, ბაქარ თურმანიძე (+109კგ)
მარიამ მურღვლიანი (87 კგ)
ანასტასია გოტფრიდი (+87 კგ)

რეზერვი: ზურაბ მსხალაძე (98 კგ), გიორგი კირვალიძე (109 კგ), მარიამ მაისურაძე (55 კგ), ნანა ხორავა (71 კგ).

სოფიაში ძალოსანთა შორის ევროპის ჩემპიონატი 12-20 თებერვალსაა დაგეგმილი. გასულ წელს ტურნირს ერევანმა უმასპინძლა. ოქროს მედლები ლაშა ტალახაძემ და შოთა მიშველიძემ მოიპოვეს.