ძალოსნობა | დავით კილაძე ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონია #1TVSPORT
პრიშტინაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე (U17) საქართველოს ნაკრებიდან დავით კილაძემ (70 კგ) იასპარეზა – ქართველმა ძალოსანმა ერთი ვერცხლისა და ორი ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
ატაცში კილაძემ 128 კილოგრამი ასწია და ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო აკვრაში 155 კილოგრამის დაძლევითა და ორჭიდის ჯამში მოგროვებული 280 კილოგრამით ორი ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.