ძალოსნობა | ბერდელიძემ და შამილიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულეს #1TVSPORT
ბათუმში მიმდინარ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 20 აპრილს 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ორი წევრი – რამინ შამილიშვილი და გოდერძი ბერდელიძე გამოვიდა.
ბერდელიძემ ატაციში 125 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა, აკვრაში პირველი გამოსვლის დროს კი ქართველმა ძალოსანმა ტრავმა მიიღო და შეჯიბრებას გამოეთიშა.
რამინ შამილიშვილმა ატაცში გამოსვლა ბრინჯაოს მედლით დაასრულა, აკვრაში 148 კილოგრამი დაძლია, ორჭიდის ჯამში 268 კილოგრამი მოაგროვა და მეოთხე ადგილი დაიკავა.