ძალოსნობა | ანასტასია ჰოტფრიდი ევროპის ჩემპიონატზე ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედლის მფლობელია #1TVSPORT
ძალოსნობა | ანასტასია ჰოტფრიდი ევროპის ჩემპიონატზე ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედლის მფლობელია #1TVSPORT

ბათუმში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს, ქალთა შორის 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების წევრები – მარიამ მურღვლიანი და ანასტასია ჰოტფრიდი გამოვიდნენ.

ჰოტფრიდმა ატაცში მოპოვებული ვერცხლის მედლის შემდეგ აკვრაში 144 კილოგრამი ასწია და ორჭიდის ჯამში (262 კგ.) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

მურღვლიანმა ატაცში – 108 კგ., აკვრაში კი 130 კგ. დაძლია და საბოლოოდ მეცხრე ადგილი დაიკავა.

ევროპის ჩემპიონი კი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ემილი კემპბელი გახდა.