დუდა სანაძემ „ყატართან“ 33 ქულა ჩააგდო
დუდა სანაძემ „ყატართან“ 33 ქულა ჩააგდო

დუდა სანაძემ ყატარის ჩემპიონატში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა, თუმცა მისი სოლიდური მონაგარი „ალ ხორს“ გასამარჯვებლად არ ეყო. სანაძის კლუბმა „ყატართან“ 72:78 წაა.

ქართველმა ლეგიონერმა კი შეუცვლელად – 40 წუთი ითამაშა და 33 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. დუდამ 20-დან 11 ორქულიანი, 7-დან 3 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო. ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტი 33-ს გაუტოლდა და ის მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.

ნაკლებშედეგიანი მატჩი ჰქონდა მიხეილ ბერიშვილს, რომლის „ალ შამალმაც“ „ალ სადთან“ 75:79 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების წევრმა 39 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ბერიშვილმა 9-დან 2 ორქულიანი, 7-დან 1 სამქულიანი და 7-ვე საჯარიმო ჩააგდო და მოედანი 5 პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ დატოვა.

„ალ შამალი“ თითო მოგება-წაგებით მე-6 ადგილზეა, ხოლო „ალ ხორს“ 3 მარცხით ბოლო პოზიცია უკავია. ბერიშვილის კლუბი 15 დეკემბერს „ყატარს“ გაეჯიბრება, ხოლო 16-ში სანაძე და მისი თანაგუნდელები „ალ რაიანს“ ეთამაშებიან.