დონჩიჩის მორიგი სამმაგი დუბლი, „დალასმა” „ატლანტას“ დაძაბულ ბრძოლაში სძლია – ნბა-ის ყველა მატჩის ვიდეომიმოხილვა
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა. „დალასმა“ საკუთარ არენაზე „ატლანტას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ერთი ქულის სხვაობით 118:117 სძლია.
მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ლუკა დონჩიჩმა. ახალგაზრდა სლოვენიელი ტალანტის ანგარიშზე 28 ქულა, 10 მოხსნა და 10 პასია. 21 ქულით დაასრულა მატჩი ჯეილენ ბრანსონმა. 16 ქულა ჰქონდა ტიმ ჰარდევეის.
ჯორჯიელთა შორის ყველაზე შედეგიანი 33 ქულით ჯონ კოლინსი გამოდგა. ტრაეი იანგმა 25 ქულითა და 15 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა. მის აქტივში ასევე 7 მოხსნაა. 23 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა შეხვედრა კევინ ჰუერტერმა.
„დალასი“ 12 მოგებითა და 14 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში ჯერჯერობით მე-11 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება „ატლანტას“, მას 11 მოგება და 13 მარცხი მოუგროვდა და მე-8 პოზიციაზეა.
ბრუკლინი-ინდიანა 104:94
https://youtu.be/fvbFud2ZXV0
მემფისი-შარლოტი 130:114
https://youtu.be/ZNEeN4ELRyA
მინესოტა-კლიპერსი 112:119
https://youtu.be/rFyUNQp2cfw
ჩიკაგო-ნიუ ორლეანი 129:116
https://youtu.be/nzqlOYn_Yqo
დენვერი-კლივლენდი 133:95
https://youtu.be/pB4h1yOwNwY
ფინიქსი-მილუოკი 125:124
https://youtu.be/P4xbb51kIqM
ლეიკერსი-ოკლაჰომა 114:113
https://youtu.be/wDDvJUwM-qs
ვაშინგტონი-ტორონტო 115:137
https://youtu.be/1kjnLe7cFME